„კოვიდი დამიდასტურდა“ – მ პროგრამის პრეზენტაციის გადადების მიზეზი დაასახელა

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ უპასუხა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასმულ შეკითხვას. პრემიერის თქმით, მას კოვიდი ჰქონდა და სწორედ ეს გახდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის გადადების მიზეზი. პრეზენტაცია 1 ოქტომბერს იყო დაგეგმილი.
„კოვიდი დამიდასტურდა, ბოლოს გუშინ გავიტესტე და შესაბამისად, აღარ ვარ გადამდები, აღარ მაქვს ვირუსი და შემიძლია დღეიდან… კოვიდი მქონდა, გარეთ ვერ გამოვდიოდი“, – თქვა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია 8 ან 9 ოქტომბერს გაიმართება.
საქართველოში საპარლამენტო 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
საპარლამენტო სთვის პარტიების ბლოკებად გაერთიანება აკრძალულია, ერთადერთი გზა არჩევნებში მათი ერთად მონაწილეობისთვის არის საერთო საარჩევნო სიის შექმნა. საარჩევნო სიაში შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ არჩევნებში მონაწილე პარტიის წევრი ანდა უპარტიო პოლიტიკოსი.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – როცა რეჟიმი ასე გიტევს, ის ბოლომდე წავა, გაჩერდება იმ შემთხვევაში, თუ მის ძალადობას დაუპირისპირდება გადაულახავი ძალა, რომელიც მას დააფრთხობს – ძალას ახლა კი ვხედავ, მაგრამ ეს ძალა დაქსაქსულია

ირაკლი კირცხალია ALDE-ზე – „მოლოტოვის“ მსროლელ ლაზარე გრიგორიადისს გმირად გვირაცხავ, შემდეგ, ზრდასრული ლაზარე რომ გამოჩნდა, რომელიც ტერორიზმს გეგმავდა, ამას ახალისებ, აქ გასაკვირი და ახალი არაფერია