კოვიდის უცნობი სტატისტიკა | დიაგნოსტიკა და მკურნალობა სპეციალური ბიუჯეტიდან აღარ ფინანსდება

ეპიდემია რომელსაც ხელისუფლება მალავს- გაზრდილი მიმართვიანობის გამო სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ კოვიდის გავრცელების მასშტაბმა პიკს მიაღწია და საჭიროა განსაკუთრებული ღონისძიებების განხორციელება. მაგრამ საქართველოს ხელისუფლება უკვე დიდი ხანია რაც აღარ აღრიცხავს კოვიდ ინფიცირების სტატისტიკას და ეპიდემიის ზუსტი სურათი დღეს ქვეყანაში არავის არ აქვს.
ჯანდაცვის სამინისტრო ამ სულ უფრო მძიმე ფონზე ფაქტობრივად უმოქმედოდაა. უფრო მეტიც – ირკვევა, რომ ჯანდაცვის უწყებას ფაქტობრივად ნულოვან დონეზე ყავს დაყვანილი კოვიდის ბიუჯეტი – ანუ კორონავირუსის არც დიაგნოსტიკა და არც მკურნალობა სპეციალური ბიუჯეტიდან აღარ ფინანსდება. სწორედ ამ მიზეზით ექიმები იძულებული არიან ვირუსის დადასტურების შემთხვევაში პაციენტი დააფიქსირონ როგორც ზოგადად ინფექციით დაავადებული ადამიანი.