კობიაშვილის აღიარება – 21-ე საუკუნის სიმბოლურში

fussballtransfers-მა გელზერკირხენის “შალკეს” 21-ე საუკუნის საუკეთესო 11-ეული დაასახელა, სადაც ლევან კობიაშვილიც შევიდა:
“დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე მანუელ ნოიერი სწორედ “შალკეში” ჩამოყალიბდა. ცენტრალური მცველები – ჰიოვედესი და ბორდონი, მარჯვნივ – დაუღლელი რაფინია, მარცხნივ კი – ქართველი ლევან კობიაშვილი.
გელზერკირხენულ კლუბს ყოველთვის მაღალი დონის ნახევარმცველები ჰყავდა. თერთმეტეულს მიღმა ისეთი მოთამაშეები დარჩნენ, როგორებიც ვილმოტსი და ლინკოლნი არიან. სამაგიეროდ, სიაშია ესპანელი რაული, ასევე გორეცკა, ასამოა და ფარფანი.
რაც შეეხება ფორვარდებს – დანიელმა ები სენდმა “შალკეში” 103 გოლი გაიტანა. აქვეა კლას-იან ჰუნტელაარიც.”
შეგახსენებთ, საქართველოს
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა “შალკეში” 2003-09 წლებში 233 შეხვედრა გამართა, რა დროშიც 17 გოლი გაიტანა და 22 შედეგიანი პასი შეასრულა. კობიაშვილს გუნდის მაისურით გამორჩეული შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე, პსვ-ს წინააღმდეგ ჰქონდა, სადაც ჰეთ-თრიკი შეასრულა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში