კობა შემოქმედელი-ჭეფხოძე: ქართველობას და ქვეყნის სიყვარულს ნუ მასწავლით ძალიან გთხოვთ

საახალწლო ღონისძიებებში მონაწილე მომღერლების მისამართით წარმოებულ კამპანიას და შევიწროებას სოციალურ ქსელში ქართველი შემსრულებლები ეხმიანებიან.

მომღერალი კობა შემოქმედელი-ჭეფხოძე წერს, რომ იგი ემსახურება სამშობლოს ადამიანობით, პროფესიით და სხვა პრეტენზია თქვენგან განსხვავებით არ აქვს.

„მოგესალმებით ყველას. ვინც მიცნობს ალბათ ისიც იცის რომ არ გამოვირჩევი სოციალურ ქსელებში “კლავიატურაზე კაკუნით”, მინდა მივმართო ჩემს ძალიან ახლობლებს, რომლებიც ძალიან შეწუხებულები არიან ჩემი პოზიციით. მინდა მათ ვუთხრა კიდევ ერთხელ, რომ ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, საქართველო არის ევროპა და ის აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. მტერია და ოკუპანტი, საქართველოა სამაჩაბლო საქართველოა. მე და ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს გვინდა ევროპული მომავალი. რაც შეეხება იმ ადამიანებს ვისაც მივმართავ და ძალიან კარგად მიხვდებიან ვისაც მივმართავ, ქართველობას და ქვეყნის სიყვარულს ნუ მასწავლით ძალიან გთხოვთ, თქვენ მართლა პარტიიდან პარტიაში მოხტუნავეებო, სიტყვები გააკონტროლეთ, ერთი ადგილი დააყენეთ და მერე მასწავლეთ ჭკუა. ისწავლეთ ისიც რომ სამშობლო, დედა, მამა, ოჯახი და სარწმუნოება ძვირფასია და მერე მელაპარაკეთ სხვა დანარჩენზე. მე ვემსახურები ჩემ სამშობლოს ჩემი ადამიანობით და პროფესიით და სხვა პრეტენზია არ გამაჩნია თქვენგან განსხვავებით. ადგილი იპოვეთ, თავი იპოვეთ და დამიჯერეთ სამშობლოს უფრო გამოადგებით“, – წერს იგი.