კობა ნაყოფია ენმ-ს ხელმძღვანელობაში ბრუნდება

ნაციონალური მოძრაობა აპირებს ჩაატაროს ყრილობა, რომლის ფარგლებშიც იქმენა ახალი ორგანო პარტიის შიგნით და მისი ხელმძღვანელი იქნება . ამის შესახებ ენმ-ის 16 აგვისტოს პოლიტსაბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი.
როგორც ირკვევა ნაყოფიას კანდიდატურა პარტიას მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა.
“პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე განვიხილეთ ორი მნიშვნელოვანი საკითხი – “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გაფართოებაზე და კოალიციური პარტნიორის დამატებას ჩვენს ერთიანობაში. მეორე საკითხი კი ეხება ყრილობის მოწვევას, სადაც უნდა ავირჩიოთ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, რომლის კანდიდატურადაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარტიას წარმოუდგინა კობა ნაყოფია – პრეზიდენტ სააკაშვილის ძველი თანამებრძოლი, რომელიც გადამწყვეტ დროს ყოველთვის იყო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიაში.” – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.
კობა ნაყოფია ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილთან დამარცხდა, მან ეს თანამდებობა დატოვა. იგი პარტიის პოლიტსაბჭოდანაც გამოვიდა. ნაყოფია მელიას უჭერდა მხარს, რომელმაც საბოლოო ჯამში პარტია დატოვა.
ენმ-ს წევრი ამბობს, რომ ნაყოფიას პარტია არ დაუტოვებია, შესაბამისად არც “ბრუნდება”.
“უნდა დავაზუსტოთ, რომ კობა ნაყოფია პარტიაში არ დაბრუნებულა, იმიტომ რომ კობა ნაყოფია პარტიიდან არც წასულა. ის რჩებოდა როგორც პარტიის წევრად, ისე ფრაქციის წევრად. შესაბამისად, საუბარი არის კობა ნაყოფიასათვის ახალი პოზიციის შექმნა წესდებით და პარტიის სტრუქტურაში ეროვნული კომიტეტის სახით, რომელიც მას მისცემს საშუალებას თავისი რესურსი სრულფასოვნად გამოიყენოს. ის იქნება პარტიის ხელმძღვანელი, ერთ-ერთი თანამდებობის პირი, ექნება კონკრეტული მიმართულება, რომელიც გაითვალისწინებს პარტიაში ახალი საზოგადო მოღვაწეების და პოლიტიკაში შემოსვლის სურვილის მქონე პირებისთვის პლატფორმის შექმნას. ამ მხრივ მოლაპარაკებებს ის აწარმოებს და კომიტეტის წევრებსაც დანიშნავს პარტიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით და ეს პოზიცია წესდებაში იქნება ასახული. პარტიის ყრილობა დაამტკიცებს ამ წესდებაში ცვლილებებს და მის არჩევასაც მოახდენს.” – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ენმ-ს ყრილობა დღეს, 17 აგვისტოსაა დანიშნული. ნაყოფიას საკითხის გარდა იმსჯელებენ ენმ-ს, სტრატეგია აღამაშენებლის და სხვების საარჩევნო კოალიციაში ახალი სუბიექტების დამატების საკითხზეც. გავრცელებული ინფორმაციით, “ევროპული საქართველო”, რომელიც მ, თამარ ჩერგოლეიშვილმა და სხვებმა დატოვეს, იქნება ერთ-ერთი პოლიტიკური სუბიექტი, ვინც ამ კოალიციას შეუერთდება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ კობა ნაყოფიამ ჯერ თავმჯდომარის პოსტი, მოგვიანებით კი, 2023 წლის თებერვალს, პოლიტსაბჭო დატოვა. ის შეშფოთებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ს პარტიის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, ისე დაამტკიცეს პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა და გაანაწილეს პარტიული თანამდებობები, რომ პოლიტიკური საბჭოს ძველი შემადგენლობის გაუქმებისა და ახლის შექმნის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა მოქმედი პოლიტსაბჭოს წევრთა ნაწილს.
„მინდა გითხრათ, რომ პოლიტსაბჭო, რომელიც არსებობდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“, არჩეული იყო ბოლო ყრილობაზე, რომელსაც ესწრებოდა 10 ათასამდე ადამიანი და 10 ათასი ადამიანის მიერ არჩეული პოლიტსაბჭო 300-კაციანი ყრილობით ჩვეულებრივად გადაირჩიეს, რაც მე ძალიან მაშფოთებს და მაწუხებს.
რატომღაც მეც აღმოვჩნდი ამ პოლიტსაბჭოში პარლამენტის კვოტით, თურმე იმიტომ, რომ პარლამენტის კვოტით მეკუთვნის. ამ კვოტით არ ვისარგებლებ და მე მაგ პოლიტსაბჭოში ნამდვილად არ შევალ. არ შევალ იმ პოლიტსაბჭოში, რომლიდანაც გააგდეს გიორგი პატარაია, ენმ-ის დამფუძნებელი ზურაბ მელიქიშვილი, ხათუნა ოჩიაური… ასეთი ადამიანები როცა იქ არიან, მე იქ არაფერი არ მესაქმება“, – ამბობდა კობა ნაყოფია.
ენმ-და წამოსვლის შემდეგ ნიკა მელიამ სთან ერთად პარტია “ახალი” დააფუძნა. ვრცელდებოდა ინფორმაციას, რომ ნაყოფია სწორედ ამ პოლიტიკურ ჯგუფთან აპირებდა თანამშრომლობას.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”