კობა კობალაძე „მუხროვანის ამბოხზე”: სასამართლოში გაჟღერდა ის, რომ საბრძოლო ტექნიკა იყო მოყვანილი საბრძოლო მზადყოფნაში, სამხედრო ნაწილის პირდაპირი ფუნქცია არის ორი მდგომარეობა – ისინი ან ემზადებიან ომისთვის, ან იბრძვიან, პროცესი დარღვეული არ ყოფილა

კობა კობალაძე „მუხროვანის ამბოხზე”: სასამართლოში გაჟღერდა ის, რომ საბრძოლო ტექნიკა იყო მოყვანილი საბრძოლო მზადყოფნაში, სამხედრო ნაწილის პირდაპირი ფუნქცია არის ორი მდგომარეობა – ისინი ან ემზადებიან ომისთვის, ან იბრძვიან, პროცესი დარღვეული არ ყოფილა
სასამართლოში გაჟღერდა ის, რომ საბრძოლო ტექნიკა იყო მოყვანილი საბრძოლო მზადყოფნაში, სამხედრო ნაწილის პირდაპირი ფუნქცია, მისი პირადი შემადგენლობის, სამხედროების საერთოდ არის ორი მდგომარეობა – ისინი ან ემზადებიან ომისთვის, ან იბრძვიან. პროცესი დარღვეული არ ყოფილა,- ამის შესახებ გენერალმა კობა კობალაძემ, 2009 წელს აღძრული, მუხროვანის ამბოხის სახელით ცნობილ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. კობა კობალაძის განცხადებით, მართვის სადავეები იმჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ხელში იყო, იგი ფაქტობრივად, ემისრად ამუშავებდა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, რათა თავისი დირექტივები მიეწოდებინა სამხედრო ნაწილისთვის.
„ყოველდღიური საჯარისო განწესიდან გამომდინარე გათვლილი ფუნქცია-მოვალეობები სამხედრო ნაწილში, შენაერთში სრულდებოდა. არ იყო რაღაც განსაკუთრებული პირობები შემოღებული მართვის და როდესაც თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, რომელიც ბრალდების მხარის მოწმე იყო ვკითხე, აზრი, მიზეზი რის გამოც მან ჩათვალა ის, რომ სამხედრო ნაწილი დაუმორჩილებლობის რელსებზე იყო გადასული. მან თქვა, რომ ეს იყო მისი ვარაუდო და ეს ვარაუდი რამ გამოიწვია, თუ ვარაუდო გამოიწვია ამან თქვენი, თქვენ მაშინ თქვენი ხელმძღვანელობა რატომ არ ჩააყენეთ საქმის კურსში, იმიტომ რომ სასამართლო პროცესზე ირკვევ ის, რომ პარალელური უწყების -ს ხელმძღვანელი, ფაქტობრივად, ემისრად ამუშავებს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, თავისი დირექტივები მიაწოდოს სამხედრო ნაწილში, სამხედრო ნაწილიდან გამოიტანოს დირექტივები დანარჩენი ვერტიკალი სამხედრო ხელმძღვანელობის გენერალური შტაბის უფროსის თამადობით საქმის კურსში არ არის რა ხდება და როგორ ხდება, ამათმა შეფუთეს ის, რომ რაღაცა წინააღმდეგობა არის.“-განაცხადა კობა კობალაძემ.
Next: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული მეწყრული პროცესებით დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

ასევე დაგაინტერესებთ

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით