კობა კობალაძე ზუგდიდში ვეტერანებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შექმნის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღეს მორიგი შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებთან გაიმართა.
„კობა კობალაძემ ვეტერანებს სამსახურის მუშაობის 10-წლიანი ანგარიში წარუდგინა და ყველა იმ პროექტსა და ინიციატივაზე ისაუბრა, რაც სამსახურის ბენეფიციართა წინაშე, სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად ხორციელდება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ვეტერანების მხრიდან გამოიკვეთა რამდენიმე, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი; მათ შორის, ჯანდაცვის, საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით. კობა კობალაძე რეგიონებში ვეტერანებთან შეხვედრებს განაგრძობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო გუტერეში – მძევლების გათავისუფლების დროა, იარაღის გაჩუმების დროა, იმ ტანჯვის შეწყვეტის დროა, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონი მოიცვა – მშვიდობის, კანონის და სამართლის დროა

კახა კალაძე – უნდა მოვუწოდოთ ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი და სხვა კონკრეტული საელჩოები – ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, მაშინვე გამოაპანღურებდნენ

მამუკა მდინარაძე – საქართველო არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს, გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება, რაც ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას