კობა კობალაძე ბათუმში სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი, კობა კობალაძე, ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში იღებდნენ მონაწილეობას, თუმცა, დღეის მოცემულობით, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანის სტატუსი არ აქვთ მინიჭებული. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
„კობა კობალაძემ მესაზღვრეებს აღუთქვა,რომ მათთვის ვეტერანის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობებს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი – სანქციები არის უსამართლობა – დიდი ხანია ჩვენ ამ დაშინების ქვეშ ვართ, უბრალოდ, თავს ვერ მივცემთ უფლებას გარედან ზეწოლამ გვაიძულოს ისეთ მოცემულობაში ჩავაყენოთ ქვეყანა, რომ ისტორიამ მოღალატეებად განგვსაჯოს