კობა გვენეტაძე უზბეკეთში IMF-ის მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი კობა გვენეტაძე უზბეკეთში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას გვენეტაძე თავად ავრცელებს და აცხადებს, რომ ამ პოსტზე ნოემბრიდან მუშაობს.
“უზბეკეთი 2017 წლიდან დაადგა ამბიციური რეფორმების გზას, ეკონომიკის ლიბერალიზაციას და მრავალმხრივი რეფორმების განხორციელებას. მოხარული ვარ, რომ ვიცხოვრებ ახალ ქვეყანაში, ვიმუშავებ ახალ კოლეგებთან და ჩემს ცოდნას და გამოცდილებას უზბეკეთის რეფორმების გზაზე მხარდასაჭერად გამოვიყენებ. შევხვდებით ტაშკენტში”, – წერს გვენეტაძე.
გვენეტაძე 2023 წლამდე, 7 წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტად. მანამდე, 2002-2015 წლებში, ის სწორედ საერთაშორისო სავალუტო ფონდში (IMF), ვაშინგტონში მუშაობდა უფროს ეკონომისტად. იგი ახლო აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტში მუშაობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, ინფრასტრუქტურა ბოლომდე დავაწიოთ მზარდ მოთხოვნას, რათა მეტი ქართველი ბავშვი ჩაერთოს ფეხბურთში – ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოგების, ისე წაგების დროს ბოლომდე გვერდით დავუდგეთ ფეხბურთელებს