კობახიძის 2 ურთიერთგამომრიცხავი განცხადება 1 ინტერვიუში – რა მინუსი უპოვა ვიზალიბერალიზაციას?

კობახიძის 2 ურთიერთგამომრიცხავი განცხადება 1 ინტერვიუში – რა მინუსი უპოვა ვიზალიბერალიზაციას?
ქართული ოცნების პრემიერი, ირაკლი თან ამტკიცებს რომ ვიზალიბერალიზაცია და ეკონომიკა კავშირში არაა და თან ამბობს, კავშირშია, ოღონდ ცუდ კონტექსტში და ამტკიცებს, რომ ვიზალიბერალიზაცია თუ არ იქნება, ხალხი სამუშაოდ სხვაგან აღარ წავა და ეკონომიკა გაიზრდება.
კობახიძე ირაკლი:
მინუსი, რაც აქვს ვიზალიბერალიზაციას, ეს არის მიგრაციის წახალისება. ეს გამოჩნდა იგივე ლიტვის და ლატვიის მაგალითზე, როცა ევროკავშირის წევრი გახდა უკვე ლიტვა და შესაბამისად, მოიხსნა სავიზო რეჟიმი და ასევე ლატვია, ლიტვაში 600 000-ით შემცირდა მოსახლეობა და ლატვიაში 400 000-ით. რატომ – იმიტომ, რომ სხვაობა არის, მათ შორის, ჯერ კიდევ საქართველოსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის და ბუნებრივია, სადაც არის მეტი ეკონომიკა, იქითკენ წარიმართება მიგრაციული პროცესები. ვიზალიბერალიზაცია ამის წამახალისებელია. ვიზალიბერალიზაციის არ არსებობის პირობებში ბევრად მეტი ჩვენი მოქალაქე დარჩებოდა ქვეყანაში, შესაბამისად, გაიზრდებოდა სამუშაო ძალა და ეს პირდაპირ აისახებოდა ეკონომიკური ზრდის ტემპის დამატებით გაუმჯობესებაზე.
:
აქედან გამომდინარე, არის ცარიელი სპეკულაციები, ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს ვიზალიბერალიზაციას, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ უვიზოდ დადიან ჩვენი მოქალაქეები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ჩვენგან თუ რაიმე არის გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ, ოღონდ რაციონალურ ფარგლებში. ეს სპეკულაციები, რომ ეკონიკური ზრდა, ვიზალიბერალიზაცია და ა.შ. ეს არის თავიდან ბოლომდე თითიდან გამოწოვილი. ამას ნებისმიერი ექსპერტი დაადასტურებს.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – რეჟიმი ავითარებს კლასიკურ რუსულ სცენარს: „ოცნება“ ეთამაშება 90-იანი წლების სცენარს, ახალი შიშის დასანერგად – ამას ემსახურება რუსთაველზე იარაღით თამაში და „ტიტუშკების” შეგზავნა მშვიდობიანი პროტესტის რიგებში – აგონია!

პაატა ბურჭულაძე – თუ ჭკუა შესწევთ, რამდენიმე ორგანიზატორი უნდა დატოვონ გარეთ, რომ აქცია იყოს მართვადი, თორემ ვნახეთ უმართავი ხალხი ნეპალში – რვა საათზე უკვე გადმობარებული უნდა იყოს ხელისუფლება, მოხდება მინისტრთა კაბინეტის შეთავაზებაც