“კობახიძის ხელის ბიჭია” – ვინაა პრეზიდენტზე თავდამსხმელი და ვერ აკავებს მას შსს, თუ არ აკავებს?

ტვ პირველის ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია საქართველოს პრეზიდენტზე ერთ-ერთი თავდამსხმელი – “ქართული ოცნების” ტიტუშკა სამოქალაქო აქტივისტებმა ამოიცნეს. როგორც ისინი “პირველებს” ეუბნებიან, მიუნხენიდან თბილისში დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს გიორგი წკრიალაშვილი დაესხა თავს.
სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ წკრიალაშვილი “ოცნების” პრემიერის “ხელის ბიჭია” და ირაკლი კობახიძის დავალებით პროტესტში მყოფ სტუდენტებს უსწორდება.
სოციალური ქსელის მიხედვით, წკრიალიშვილი ივანიშვილის გუნდის წევრებთან ხშირად პოზირებს.
სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმის ვიდეო დღეს გავრცელდა და ის სალმე ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ გაავრცელა და არა რომელიმე საგამოძიებო უწყებამ, როგორც უყვართ ხოლმე თქმა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე.
კადრებში მინიმუმ ორი თავდამსხმელის იდენთიფიცირება მარტივად არის შესაძლებელი. თუმცა, სდუმს.
ცნობისთვის, თავდასხმა ჯერ სოციალურ ქსელში დაანონსეს, შემდეგ კი, თავდასხმის ვიდეო პროპაგანდისტებმა თავად გაავრცელეს.