კობახიძის ფანტაზიაა… პრაქტიკული პასუხი ჩვენ ვიცით – ზახაროვა

“ეს იყო ფანტაზია მომავლის თემაზე”, – ასე ეხმაურება ს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი იქნება „აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად“.
“ორი სუვერენული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებმა თავიანთი სათქმელი უკვე თქვეს… ვინაიდან ეს იყო ფანტაზია მომავლის თემაზე, მოდით, ასევე ვუპასუხოთ. თუ იქნება მოქმედებები, რომლებზეც პრაქტიკული პასუხი იქნება გასაცემი, ამის გაკეთება ჩვენც ვიცით”, – თქვა ზახაროვამ.
26 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ განაცხადა, რომ ქართული ოცნება არის აფხაზებთან და ოსებთან ერთად ევროპული ოჯახის წევრობა.
„ჩვენი აღთქმული მიწა, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლისთავზე, 2030 წელს, ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად. ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მ.

ასევე დაგაინტერესებთ