კობახიძის სიძემ აღსრულების ბიუროს TV პირველის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე მიმართა

26 ივლისს აღსრულების ეროვნულ ბიუროს TV პირველის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დავის აღსრულების საკითხზე თბილისის მერთან, სთან ერთად პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის სიძემ და ს ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამაც მიმართა. ინფორმაციას TV პირველის საინფორმაციო განყოფილების დირექტორი, ნოდარ მელაძე ავრცელებს.
საქმე ეხება 2022 წლის იანვარში ტელეკომპანია TV პირველის პირდაპირ ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელშიც საუბარი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მიერ თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და სხვა დარღვევებზე. მინისტრმა დავით ფაცაციამ საკუთარ Facebook-პოსტში სიუჟეტს “ცილისმწამებლური” და “პროპაგანდისტული” უწოდა და სასამართლოს ტელეკომპანიის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა. სასამართლომ ფაცაციას მოთხოვნა დააკმაყოფილა და TV პირველს სიუჟეტში გასული ინფორმაციის უარყოფა და “მორალური ზიანის” 15 000 ლარის ოდენობით ანაზღაურება დაავალა. თუმცა, სასამართლო დავის მოგებიდან დღემდე ფაცაციას აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის არ მიუმართავს. კალაძემ და ფაცაციამ სარჩელების აღსრულების მოთხოვნით უწყებას ერთდროულად – ერთი და იმავე დღეს მიმართეს.
მელაძის თქმით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ტელეკომპანიისთვის გაგზავნილი დოკუმენტის თანახმად, TV პირველს 7 დღის ვადა ეძლევა თანხის დასაფარად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი “საბანკო ანგარიშები და მის საკუთრებაში არსებული ქონება დაყადაღდება და ქონების დაყადაღებიდან 1 თვის ვადაში ჩატარდება იძულებითი აუქციონი”.
ცნობისთვის, დღეს, 26 ივლისს TV პირველის წინააღმდეგ სარჩელის აღსრულებისთვის თბილისის მერმა კახა კალაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ერთდროულად მიმართეს.
კალაძის შეტანილი სარჩელი 2022 წლის 5 ივლისს, მაია მამულაშვილის მიერ საავტორო გადაცემა დღის ამბებში მტკიცებით ფორმაში გავრცელებულ ცნობას ეხებოდა, რომლის მიხედვით, კახა კალაძემ 60 მილიონი “ჩაიდო ჯიბეში” ტენდერებიდან და კორუფციული გზით.
მელაძის თქმით, კალაძისა და ფაცაციას მხრიდან ერთდროულად სარჩელის აღსრულების შესახებ მიმართვის საფუძველი გადაცემა ნოდარ მელაძის შაბათის ეთერისთვის მომზადებული რეპორტაჟი გახდა, რომელიც კახა კალაძის დაუდეკლარირებელ ქონებას ეხება და TV პირველის ეთერში 27 ივლისს, ანუ კალაძისა და ფაცაციას მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის მიმართვიდან 1 დღის შემდეგ უნდა გავიდეს.
“რატომ გაახსენდა კალაძეს ეს ქეისი ახლა? ხვალ, შაბათის ეთერში გადის რეპორტაჟი კალაძის დაუდეკლარირებელ ქონებაზე, რომლის ღირებულებაც ასობით ათასი ლარია. არსებობს მტკიცებულებები რომ ეს ქონება მისი განკარგვის ქვეშ არის, თუმცა დეკლარაციაში არ წერია. კითხვა გავაგზავნეთ მერთან, გვიპასუხეს, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს საქმე, რომელიც “წავაგეთ” – წერს ნოდარ მელაძე Facebook-ზე.