“კობახიძის პროგრამის 80 პროცენტი გახარიას გუნდის დაწერილია – მადლობა ივანიშვილს სუსტი პრემიერისთვის” – ანა ბუჩუკური

“დღეს მე მეგონა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ვუსმენდით, მაგრამ მთელი სხდომის განმავლობაში – გახარიამ, გახარიას, გახარიათ, მოკლედ, გახარიას მიეძღვნა ეს სხდომა – მე მხოლოდ მადლობა მეთქმის ს მისამართით, რომ პოლიტიკურად ნულის ტოლფასი, პოლიტიკურად სუსტი პრემიერ-მინისტრის კანდიდატი წარმოადგინა მან და ეს ჩვენი გუნდისთვის უდიდესი შესაძლებლობაა.
რა მოვისმინეთ კობახიძის მხრიდან – მოვისმინეთ პროგრამა, რომელიც 70-80 პროცენტი არის გახარიას გუნდის დაწერილი, მათ შორის სახელი არის პერსონალურად გახარიასი, თუმცა ამაზე თქვა, რომ შტაბში მე ვიყავი და მე ვწერდიო, ეტყობა, მისივე ლოგიკით, ახლა ღარიბაშვილმა უნდა დაუწეროს ს, ეს აბსურდია, პროგრამას წერს სამთავრობო კაბინეტი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.”