კობახიძის მტკიცებით, საქართველოს ამერიკულზე ხარისხიანი იყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო უფრო „ხარისხიანი“ იყო, ვიდრე მოლდოვასა და შეერთებულ შტატებში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები.
მის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ყველაფერი თითიდან გამოწოვილია, არაფერი მასობრივი დარღვევა ხმის ფარულობის არ ყოფილა, თუ სადმე იყო მასობრივად დარღვეული ხმის ფარულობა, ეს იყო იგივე მოლდოვა, პირდაპირ გამჭვირვალე ყუთებში კონვერტების გარეშე აგდებდნენ ბიულეტენებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში თქვენ ხომ ხედავდით, პირდაპირ, აბსოლუტურად ცხადად ჩანდა, ვინ ვის აძლევდა ხმას საარჩევნო უბნების უმრავლესობაში. საქართველოში ჩატარდა უმაღლესი ხარისხით არჩევნები, იყო, რა თქმა უნდა, გარკვეული ხარვეზები, მაგრამ ასეთი ხარვეზები ახასიათებს ნებისმიერ ქვეყანაში არჩევნებს, როდესაც 3 000 უბანი იხსნება. თქვენ რომ შეადაროთ საქართველოს და მოლდოვის, საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნები, ცა და დედამიწაა ხარისხის კუთხით, ქართული არჩევნები იყო ბევრად უფრო ხარისხიანი, ვიდრე მოლდოვური და ვიდრე ამერიკული არჩევნები“, – ამბობს .

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ფარჯიანი: პრობლემა იმაშია, რომ ხალხი, ვინც ახლა არაბებთან აფორმებს ღმერთმა იცის რა შინაარსის კონტრაქტს, ზუსტად ეგ ხალხი “გუშინ” იძახდა, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არსებობს, რომ ღარიბაშვილი ყველაზე კარგი პრემიერია, რომ “ბუზი ბევრი ბზუისო, გახარიასთან ყველა ტყუისო”

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებით საძიებო-სამაშველო ოპერაციებს ჩამოვარდნილ სამხედრო სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით