პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ჯეიმს ო’ბრაიენთან შეხვედრაზე სანქციებზე არ უსაუბრიათ.
ო’ბრაიენმა პრესკონფერეციაზე თქვა, რომ “თუ კანონი წინ წაიწევს ევროკავშირის ნორმებთან შეუსაბამოდ, აშშ-ის მხრიდან იქნება ფინანსური და სამოგზაურო შეზღუდვები”.
კობახიძის თქმით, ეს საკითხი საერთოდ არ ხსენებულა.
“საერთოდ ეს საკითხი, სანქციების საკითხი საერთოდ არ ყოფილა ხსენებული ჩვენს შეხვედრაზე, რაიმე ფორმალურ სანქციებზე საუბარი არ ყოფილა, ეს არ ყოფილა საუბრის საგანი ჩვენს შეხვედრაზე. მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივი დიალოგი შედგა, ორსაათნახევარი, სანქციები საერთოდ არ იყო ნახსენები”, – თქვა კობახიძემ.