კობახიძის თქმით, „ოპოზიციური ტელევიზიების შავი ფულით“ დაფინანსების საკითხს შესაბამისი უწყებები შეისწავლიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც „მთავარი არხთან“ დაკავშირებულ ფინანსურ საკითხს ეხება.
პრემიერმა კრიტიკული მედიასაშუალებები „შავი ფულით“ დაფინანსებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ამ საქმეს შესაბამისი უწყებები შეისწავლიან.
„ყველამ იცის, რომ მთლიანად ოპოზიცია და ყველა ოპოზიციური ტელევიზია მუშაობს შავი ფულით, ფინანსდება შავი ფულით. ეს არ არის ახალი ამბავი, თუმცა გამოკვეთილია ახალი დეტალები ამ თემასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ეს პოლიტიკური ძალები ასრულებენ ძალიან ნეგატიურ როლს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ისინი ხელს უშლიან დემოკრატიული სისტემის ჯანსაღი ფორმით ფუნქციონირებას და ის, რომ კონკრეტული ტელევიზიები, მედიასაშუალებები არიან ქცეული სიცრუის პროპაგანდის ინსტრუმენტებად, ამაშიც შავი ფულის როლი არის განსაკუთრებული. შესაბამისი უწყებები შეისწავლიან ამ საქმეს“, – თქვა ირაკლი მ.
„რუსთავი 2-ის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „მთავარ არხზე“ 2019-2024 წლებში „გაურკვეველი წარმომავლობის უკანონო ნაღდი ფული“ შევიდა. ამ ცნობას „მთავარმა არხმა“ „გამოგონილი ბრალდება“ უწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საზოგადოებრივ მაუწყებელში დაიწყო ქართული ტელე და რადიო მაუწყებლობის ისტორია, აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს და ყოველთვის ექნება განსაკუთრებული დატვირთვა ჩვენი ქვეყნისთვის