კობახიძის თქმით, მოსამართლეების სანქცირებამ მხოლოდ აშშ დააზარალა

პრემიერ-მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, თითქოსდა ხელისუფლების წევრებმა ელექტრონული ფოსტით მიიღეს შეტყობინებები -ის ვიზის გაუქმების შესახებ.
„ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი — ეს ერთი და მეორე, როცა თემა არის არასერიოზული, ასეთ თემას ჩვენ დიდად ვერ ჩავუღრმავდებით“, — განუცხადა მ ჟურნალისტებს.
პრემიერის შეფასებით, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან სანქციებზე საუბარი არის „აბსოლუტურად არასერიოზულია“.
„თუ ვინმე საუბრობს სანქციებზე, ეს არის კონტრპროდუქტიული პირველ რიგში იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ამაზე საუბრობენ. აბსოლუტურად არასერიოზული თემაა სანქციები. თავის დროზე მოსამართლეებზე დაწესდა [სავიზო შეზღუდვები] და ნული ეფექტი ჰქონდა, კონტრპროდუქტიული იყო. [რეპუტაციულად ] დამაზიანებელი იყო მხოლოდ ამერიკისთვის, ჩვენთვის – არა. როცა ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეებს დაუწესეს შეზღუდვები, ამან დააზიანა მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის იმიჯი საქართველოში“, — განაცხადა კობახიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 3 ივნისის ბრიფინგზე კიდევ ერთხელ თქვა, რომ აშშ-ს ჯერ არ გამოუცხადებია სანქციები კონკრეტული პირების წინააღმდეგ და თუმცა არ იყოყმანებს მათ სანქცირებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”