კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, ილია თოფურიას საქართველოს მოქალაქეობა შეუნარჩუნდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას და მისი ოჯახის წევრებს. მან სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მისი გამარჯვება ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ჩემპიონთან საუბრისას პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ესპანეთის მოქალაქეობის მინიჭების პარალელურად, მნიშვნელოვანია, რომ ილია თოფურიას შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა. მთავრობის მეთაური იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტს მიმართავს, რათა ყველაფერი გაკეთდეს ილია თოფურიასთვის მოქალაქეობის შესანარჩუნებლად.
UFC-ის ქვემსუბუქი წონის კატეგორიის ჩემპიონმა ესპანეთის მოქალაქეობა მას შემდეგ მიიღო, რაც ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს შეხვდა.
UFC-ის ჩემპიონი საქართველოში 18 მარტს ჩამოვიდა. მას გულშემატკივრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ.
ილია თოფურია ჩემპიონის ქამარს 21 მარტს, საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე თბილისში, „დინამო არენაზე” წარადგენს.
ილია თოფურია UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონია. მან მიმდინარე წლის თებერვალში საჩემპიონო ბრძოლაში დაამარცხა ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ცუცქირიძე – მოვუწოდებთ ქართულ პოლიციას, ემსახურეთ ქართველ ხალხს და არა „ქართულ ოცნებას“, „ქართულ ოცნებას“ კი მივმართავთ, გაათავისუფლოს რეჟიმის ტყვეები და გამოთქვას მზაობა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე

ურსულა ფონ დერ ლაიენი – უკრაინა აგრძელებს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას და წელს, პრაქტიკულად, ტერიტორია არ დაუთმია – იმ მომენტში ვართ, როცა ჩვენმა ქმედებებმა შეიძლება ამ კონფლიქტში გარდამტეხი მომენტი გამოიწვიოს

ბერდია სიჭინავა – ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის ხელმძღვანელმა საგანგაშო განცხადება გააკეთა, რომ ჩორჩანას საკითხზე გამოძიება საგუშაგოს დემონტაჟის იმედს აჩენს – „ოცნება“ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ტერიტორიულ მთლიანობას

თენგიზ შარმანაშვილი გიორგი ბაჩიაშვილზე – დედამისი ამბობს, ჩემი შვილისთვის ეს არ უნდა გაეკეთებინა, ივანიშვილის ახლობელი იყოო – ახლობლების ძარცვა დასაშვებია? – ვიღაცას ადრე 2 გრამი ჰეროინი ჩაუდეს, მაგრამ გაგიგიათ, რამდენიმე მილიონი ჩაგიდონ ჯიბეში?