კობახიძის თქმით, ევროკავშირს საქართველოს მიმართ „ორპირი ქარის პოლიტიკა აქვს“

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი აგრძელებს ევროკავშირისა და მისი წარმომადგენლების დადანაშაულებას საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერების საკითხზე. „რუსთავი 2-ის” ეთერში საუბრის დროს მან თქვა, რომ ევროინტეგრაცია გამოიყენება „შანტაჟის ინსტრუმენტად“.
„როდესაც შესთავაზეს თავიდან ს განაცხადის შეტანა, ლოგიკური იყო, შეიტანდა მოლდოვა, საქართველო. ისე არ აღმოჩნდეს ბოლოს, რომ ეს ყველაფერი მოაზრებული იყო არა მარტო საქართველოს მიმართ, ყველა ქვეყნის მიმართ, როგორც არა როგორც ღია კარის პოლიტიკა, ამ შემთხვევაში ევროკავშირის მხრიდან, არამედ, როგორც ორპირი ქარის პოლიტიკა“, – თქვა მ.
ბოლო რამდენიმე დღეა, „ქართული ოცნების“ ლიდერები აკრიტიკებენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას და მას მოიხსენიებენ, როგორც „ორპირი ქარის პოლიტიკას“.
„გამოჩნდა ერთადერთი რამ, როგორც ნატოს ღია კარის პოლიტიკა, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა ორპირი ქარის პოლიტიკა, აქაც აღმოჩნდა, რომ ეს ყოფილა არა ევროკავშრის ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, არამედ ორპირი ქარის პოლიტიკა“, – თქვა მან.