კობახიძის თქმით, „დინამოს“ სტადიონი ამორტიზებულია

პრემიერ-მინისტრმა მ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 29 ივლისს კიდევ ერთხელ ილაპარაკა ახალი სტადიონის პროექტზე, რომლის მშენებლობაც ვაზიანში დაგეგმილ ახალ აეროპორტთან აპირებენ.
პრემიერმა ახალი პროექტზე საუბრისას პირველად აღნიშნა, რომ ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“ ამორტიზებულია.
„ახალი სტადიონის პროექტი გვაქვს დაანონსებული. „დინამოს“ სტადიონი, ჩვენი ქვეყნის მთავარი სტადიონი არის ამორტიზებული, მდგრადობის პრობლემები შეიძლება შეიქმნას. აქედან გამომდინარე, გვჭირდება ამ მიმართულებით ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება“, – თქვა ირაკლი მ.
22 აპრილს, როდესაც კობახიძემ მთავრობის სხდომაზე ილაპარაკა ახალი სტადიონის პროექტზე, მას „დინამო არენის“ მდგომარეობა არ უხსენებია.
„[ახალი სტადიონი] ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი. მოგეხსენებათ, ბრიტანული სტილის სტადიონებს არ აქვს სარბენი ბილიკები, ასეთ დროს მაქსიმალურად ემოციურია კავშირი გულშემატკივარსა და გუნდს შორის. ეს ყველაფერი გუნდის წარმატებაზე კიდევ უფრო მეტად აისახება“, – ამბობდა კობახიძე.
28 ივნისს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ახალი სტადიონი განკუთვნილი იქნება ფეხბურთისთვის და რაგბისთვის. ამასთან, საქართველოს მთავრობამ ახალი სტადიონის აშენება ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის განაცხადის შეტანას დაუკავშირა.
„იქნება გათვლილი 70 000 მაყურებელზე, რაც მოგვცემს საერთაშორისო უმნიშვნელოვანესი მატჩების მასპინძლობის საშუალებას. დღეს „დინამოს“ სტადიონზე ამის საშუალება ჩვენ არ გვაქვს. მაგალითისათვის, ჩვენ გვექნება ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის შესაძლებლობა. გარდა იმისა, რომ აშენდება ეს სტადიონი, ჩვენ უკვე აქედანვე დავიწყებთ განაცხადის შეტანას, იმისათვის, რომ 2028 წელს თბილისმა, ახალმა სტადიონმა უმასპინძლოს ჩემპიონთა ლიგის ფინალს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის წარმოჩენისთვის საერთაშორისო დონეზე“, – თქვა პარლამენტის ტრიბუნიდან ირაკლი კობახიძემ.
„დინამოს“ სტადიონის ამორტიზების შესახებ აქამდე ინფორმაცია არ გავრცელებულა. მას 2023 წლის უეფას ევროპის 21-წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატისთვის რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, რომელსაც საქართველომ რუმინეთთან ერთად უმასპინძლა.
„დინამო არენაზე“ გაიმართა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური (ლუქსემბურგთან) და ფინალური მატჩები (საბერძნეთთან).
მაშინ, როდესაც ახალი სტადიონის მშენებლობაზე საუბრისას აქცენტი მის ტევადობაზეა დასმული, უეფას ოფიციალურ ვებსაიტზე ვკითხულობთ, რომ 2024 წლის შემოდგომაზე, უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის თამაშები თბილისში, „მიხეილ მესხის სტადიონზე“ გაიმართება, რომელზეც „დინამო არენასთან“ შედარებით, ბევრად ნაკლები გულშემატკივარი ეტევა.
უცნობია, ეს უკავშირდება თუ არა „დინამოს“ სტადიონის მდგომარეობას.
ერთა ლიგის 2024/25 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპზე საქართველოს ნაკრები ჩეხეთს 7 სექტემბერს, ოფიციალური ინფორმაციით, „მიხეილ მესხის სტადიონზე“ უმასპინძლებს, 14 ოქტომბერს აქვე ჩატარდება საქართველო-ალბანეთის მატჩი.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება