ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გიორგი გახარიას პარტიამ საქართველოში პარლამენტში შესვლით “გადაირჩინა თავი სამართლებრივად სარჩელში მონაწილეობისგან”.
ეს განცხადება მან სამთავრობო, პროპაგანდისტულ TV იმედთან ინტერვიუში გააკეთა.
კობახიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გიორგი გახარიას პარტია უარს იტყოდა საპარლამენტო მანდატებზე – “აუცილებლად იქნებოდა სარჩელის ნაწილი”.
“მთავარი არის პარლამენტი, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობა თავისი არსით არის ადმინისტრაციული დონის ხელისუფლება და პოლიტიკური დონის ხელისუფლება არის პარლამენტი. ამიტომ, პოლიტიკური პროცესისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საპარლამენტო მანდატებით სარგებლობას. რაც შეეხება გახარიას, მათ რომ უარი ეთქვათ საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, ან თუნდაც ის მდგომარეობა რომ შეენარჩუნებინათ, რაც მანამდე იყო – როდესაც თან იყვნენ შემოსული და თან არა, ამ შემთხვევაში, ეს პარტია აუცილებლად იქნებოდა ამ სარჩელის ნაწილი. რეალურად, პარლამენტში შემოსვლით მათ გადაირჩინეს თავი სამართლებრივად ამ სარჩელში მონაწილეობისგან. ეს იყო მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი. მათ მიმართ ბრალდების მთავარი საყრდენი იქნებოდა საბოტაჟი და ბოლო მომენტში მათ უარი თქვეს საბოტაჟზე. ამით გადაირჩინეს სამართლებრივად თავი ამ პროცედურაში მონაწილეობისგან”, – თქვა კობახიძემ.
· ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
· კოალიცია ცვლილებისთვის – შალვა პაპუაშვილმა დააზუსტა, რომ საუბარია კონკრეტულად პარტია ახალზე
· ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის




