კობახიძის თქმით, ბილბორდებზე ზურაბიშვილის ფოტოები მოშე კლუგჰაფტის რჩევით შეცვალეს

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ამბობს, რომ მოშე კლუგჰაფტთან და მირი მიქაელთან წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებთ და ამის ერთ-ერთ მაგალითად დაასახელა 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ს ბილბორდების შეცვლა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ იგივე პიარ-ტექნოლოგები დაეხმარებიან მათ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებელ პერიოდშიც.
“საინტერესო რჩევები ჰქონდათ მათ, რაც დაგვეხმარა შესაბამისი შედეგის მიღწევაში. მაგალითად, ერთ-ერთი მათი რჩევა იყო, ჩაგვენაცვლებინა სალომე ზურაბიშვილის ბანერები ჩვენით. რაც გავითვალისწინეთ, სასარგებლო აღმოჩნდა და დაგვეხმარა შედეგის გაუმჯობესებაში”, – თქვა კობახიძემ.
2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოში თითქმის ყველგან მოიხსნა სალომე ზურაბიშვილის ფოტოსურათით გაკრული ბანერები და მათ ნაცვლად მმართველი პარტიის ლიდერები გამოჩნდნენ. ერთ-ერთი იყო ირაკლი კობახიძე.
იმ წელს საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანიდატურა არ დაუსახელებია “ქართულ ოცნებას”. პარტია ღიად უჭერდა მხარს სალომე ზუარბიშვილს, რომელიც პრეზიდენტი გახდა მეორე ტურში, 2018 წლის 28 ნოემბერს მიღებული ხმების რაოდენობით.

ასევე დაგაინტერესებთ

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაკავებულის, სულხან ტუღუშის ადვოკატი – მოსამართლეს და მის მიდგომას რომ ვუყურებდი, ნათელი იყო, რომ პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული გენადი კუპრეიშვილი მოსამართლეს – დედა მყავს პენსიონერი, ბანკიდან გამოტანილი აქვს ფული, რომელსაც მე ვიხდი – თუ არ გადავიხადე, პენსიიდან ჩამოაჭრიან და ფულის გარეშე რჩება