კობახიძის თქმით, ამერიკული FARA “საკმაოდ უხეშია” და “იმედი აქვს, პარლამენტში დაიხვეწება”

ქართული ოცნების არალეგიტიმური პრემიერი ამბობს, რომ ამერიკული FARA-ს კანონი “საკმაოდ უხეშია” და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტში ეს კანონი “დაიხვეწება” და “ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვა”.
“ჩემი დამოკიდებულება იცით ამერიკული ფარას კანონის მიმართ – ეს არის საკმაოდ უხეში კანონი. მე იმედი მინდა გამოვთქვა, რომ პარლამენტში ამერიკული ფარას კანონი დაიხვეწება და მოვა შესაბამისობაში ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, ეს იქნება სწორი მიდგომა. პირველ ვარიანტად ფარას ინიცირება იყო, რა თქმა უნდა, სწორი, თუმცა ეს კანონპროექტი საჭიროებს დახვეწას და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. ეს არის ბუნებრივია საქართველოს პარლამენტის საქმე”, – ამბობს ირაკლი .
***
ქართული ოცნების მიერ ნათარგმნი FARA, რომელიც არალეგიტიმურ და ერთპარტიულ პარლამენტში 24 თებერვალს დაარეგისტრირეს, ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.
კანონპროექტის თანახმად, კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე ვადით, იურიდიული პირი კი ისჯება ჯარიმით.
რეგისტრირებული კანონპროექტი -ში მოქმედი FARA-ს სიტყვა-სიტყვით თარგმანია.
კანონპროექტში “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” (FARA) გამოყენებულია ტერმინები: “აშშ-ის პრეზიდენტი”, “სახელმწიფო დეპარტამენტი”, “კონგრესი” და ა.შ. ორშაბათს გამართულ ბიუროს სხდომაზე ოცნების წევრებმა თქვეს, რომ უნდა დაკორექტირდეს, რადგან “სიტყვასიტყვით ნათარგმნია” და “სამართლებრივ და შინაარსობრივ უზუსტობებს” შეიცავს.
“ოცნების” პარლამენტმა FARA და მედიისთვის ცენზურის დამწესებელი კანონპროექტები დაარეგისტრირა