ერთი სიტყვით ვუპასუხებ, არის სამარცხვინო. ასეთი შეკვეთილი სტატიები რომ იწერება, ვხედავთ ხოლმე ამერიკის შემთხვევაში, FARA-ს საიტის მეშვეობით. ამერიკული კანონია, ვიგებთ ხოლმე, რომ ასეთი სტატიები იწერება ფულის სანაცვლოდ. მარტივად მუშაობს ასეთი სქემები, მათ შორის ევროპულ მედიაში – იხდი ფულს და შეგაქვს ასეთი შინაარსი ნებისმიერ სტატიაში. მარტივია, ასეთი რაღაცების ფულით დალაგება, მაგრამ, თქვენ ხომ იცით, რომ ეს ყველაფერი არის უბრალოდ სამარცხვინო, რაზე გავაკეთო კომენტარი.
ვიღაც რომ ფულს გადაიხდის რომელიღაც გაზეთში და ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად იქნება მოხსენიებული, ამას ხომ არანაირი ფასი არ აქვს – ფასი აქვს ფაქტებს.
თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ POLITICO-ს მიერ გამოქვეყნებულ გავლენიანი ადამიანების სიასთან დაკავშირებით.
გამოცემის სიაში კატეგორიაში ამრევები მე-8 ადგილს ბიძინა ივანიშვილი იკავებს. POLITICO ივანიშვილის ოლიგარქად მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ მისი მიზანი საქართველოს ევროკავშირისგან დაშორება და კრემლთან დაახლოებაა.