კობახიძე: EU-უნგრეთის მოლაპარაკებები არის EU-სა და უნგრეთის საქმე, ამაში ვერ ჩავერევით

ქართული ოცნების თავმჯდომარე, უნგრეთის პრემიერი ს მიერ EU-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხის შესაძლო შეფერხებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს უნგრეთ-ევროკავშირის საქმეა და არ ჩაერევიან.
ის აქვე აღნიშნავს, რომ უნგრეთი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე “ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია” და დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილებები დადებითი იქნება.
“ჩვენ ვიცით, რომ უნგრეთი არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე, თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდმივ რეჟიმში გვქონდეს თანამშრომლობა ჩვენს უნგრელ პარტნიორებთან იმისათვის, რომ ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდეს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ერთ კვირაში, როდესაც განიხილება საბოლოოდ კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი, უნგრეთის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ექნება ჩვენს ქვეყანას.
ევროკავშირისა და უნგრეთის მოლაპარაკებები არის ევროკავშირისა და უნგრეთის საქმე, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით. საბოლოო ჯამში, მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება დადებითი გადაწყვეტილებები მიღებული ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, მათ შორის უკრაინისა და მოლდოვის სასარგებლოდ და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დადებითი გადაწყვეტილება იქნას მიღებული საქართველოს სასარგებლოდ”, – აცხადებს .
ქართული ოცნების საპარლამენტო დელეგაცია უნგრეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. კობახიძე აცხადებს, რომ ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება ვიცეპრემიერთან, ასევე შევხდებით პარლამენტში თანამდებობის პირებთან.
***
რადიო თავისუფლბის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს კიდევ ერთი წერილით მიმართავს.
როგორც გამოცემა წერს, 14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ ორბანი მიშელს წერს, რომ ევროპის საბჭოს შეხვედრაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი “უსაფუძვლოა – პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით”.