კობახიძე: EU-ს შევთავაზე – გვითხარით შენიშვნები, შევჯერდეთ, მზად ვართ ცვლილებებისთვის

ვეტოს პროცედურის ფარგლებში არის ორი კვირა, 14-28 მაისს, როცა შესაძლებელია ყველა საკითხის განხილვა-შეჯერება უცხოელ პარტნიორებთან, მათზე მაქვს საუბარი, რაზეც უკვე შედგა ჩვენ შორის…
ევროკავშირის უმაღლესი დონის წარმომადგენლებზეა საუბარი… მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტთანაც მქონდა საუბარი და შევჯერდით, მისი ინიციატივაც იყო და ეგრევე დავუჭირე ამას მხარი…
პირდაპირ, გახსნილად შევთავაზე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს ეს დისკუსია, რომ წარმოგვიდგინეთ კონკრეტული შენიშვნები, დავსხდეთ, შევჯერდეთ, რაზეც შევჯერდებით, იმას ავსახავთ კანონში…
[მზად ვართ ცვლილებებისთვის], რა თქმა უნდა, ისე რა აზრი აქვს დისკუსიას, მივიღებთ სამართლებრივ შენიშვნებს და რა თქმა უნდა, ამის გაზიარებაზეა საუბარი.

ასევე დაგაინტერესებთ