კობახიძე: EU-სთან და აშშ-სთან ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა და გაჯანსაღება

ჩვენი მთავარი გზავნილი პარტნიორების მიმართ არის ის, რომ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა და გაჯანსაღება ყველა მიმართულებით. ეს ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეს ეხება ევროკავშირს.
ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში მუშაობდნენ კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი. იქიდან მოყოლებული შეიქმნა პრობლემები, შეიქმნა სირთულეები, თუმცა, ყველაფერი ექვემდებარება გადატვირთვას, გაჯანსაღებას. მთავარია, რომ ჩვენ მივიღოთ შემხვედრი ნაბიჯები პარტნიორების მხრიდან.
ჩვენ ველოდებით, რა თქმა უნდა, ასეთ შემხვედრ ნაბიჯებს, მზად ვართ კონსულტაციებისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც კი რეგიონული ვითარება გაჯანსაღდება, გლობალური ვითარება გაჯანსაღდება, ეს პირდაპირ აისახება ურთიერთობების გაუმჯობესებაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის და საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე დასრულდება ომი ში, უკრაინას სჭირდება მშვიდობა და რა თქმა უნდა ესეც იქნება ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებას ჩვენს ქვეყანასა და ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.
[…]
ჩვენ ველოდებით, რომ ევროკავშირის სტრუქტურების მხრიდან იქნება გადადგმული პრაგმატული ნაბიჯები. საბოლოო ჯამში, თქვენ ნახეთ, რომ ვერც ერთი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი კანონის წინააღმდეგ. ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ საჯარო დისკუსია ჩვენს პარტნიორებს, თუმცა ყოველ ჯერზე მივიღეთ უარი. საბოლოო ჯამში, ყველამ დაინახა, რომ კრიტიკას არ ჰქონდა არანაირი საფუძველი. ასეთ ფონზე, საჭიროა პრაგმატული მიდგომის გამოვლენა საქართველოსთან მიმართებით, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ურთიერთობების გაჯანსაღება საქართველოსა და ევროკავშირს შორის. იყო ჭარბი განცხადებები გარკვეულ ზომებთან დაკავშირებით, თუმცა რეალურად, ასეთი ნაბიჯები იქნებოდა კონტრპროდუქტიული, აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ყველას ყველაფერი ძალიან კარგად აქვს გააზრებული.
თქვა ირაკლი მ ბერლინში გამართული ამბასადორიალის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
დღეს, 20 ივნისს გერმანიის დედაქალაქში ამბასადორიალი გაიმართა, სადაც პრემიერმინისტრი ევროპის ქვეყნებსა და -ში საქართველოს ელჩებს, ასევე, ევროკავშირში, NATO-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, კობახიძემ ელჩებთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილა და მათ კონკრეტული მითითებები მისცა.