BBC-ის მასალაზე: თეორიულად შეიძლება დადგეს მერაბიშვილის, უტიაშვილის პასუხისმგებლობა

ქართული ოცნების პრემიერმინისტრი ირწმუნება, რომ ნივთიერება, რომელიც წყლის ჭავლში იყო გარეული 2007-2009 წლებშია შეძენილი და თეორიულად შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილისა და შს ყოფილი მაღალჩინოსნის შოთა უტიაშვილის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
“სკანდალი უკვე ჩაშლილია. რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით წარიმართება. მათ შორის, ეროვნული ინტერესების საზიანო საქმიანობაში ვინ იყო ჩართული, შეგნებულად ავრცელებდნენ ისინი ცრუ ინფორმაციას თუ რას აკეთებდნენ, ამ ყველაფერს გაეცემა პასუხი.
თქვენ უნდა ნერვიულობდეთ თქვენი პარტიის ლიდერზე, ჩვენ ვანო მერაბიშვილზე არ ვნერვიულობთ. გამოძიება მშვიდად წარიმართება და დაადგენს ყველაფერს.
მაგალითად, თეორიულად შეიძლება დადგეს ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობა, შოთა უტიაშვილის პასუხისმგებლობა… -მ იცის, რომ ფხვნილს იყენებს და ფხვნილის შემცველობასთან დაკავშირებით 2007 წელს და 2009 წელს იქნა მიღებული გადაწყვეტილება”- თქვა მ.
რაც შეეხება გომელაური პასუხისმგებლობას, კობახიძე ამბობს, რომ ვახტანგ გომელაურს მხოლოდ ფხვნილის დანიშნულება უნდა სცოდნოდა და ვერ გადაამოწმებდა 2007-2009 წლებში შეძენილ ფხვნილს.