კობახიძე: 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დავაყენებთ

ქართული ოცნება 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გარდა ამისა, მ თქვა, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირისგან საბიუჯეტო გრანტებზე უარს იტყვიან.
დღევანდელ განცხადება შეჯამებაა ქართული ოცნების პროპაგანდისტული კამპანიის, რომელიც ევროკავშირის, დასავლეთისა და დასავლელი პოლიტიკოსების დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.
კობახიძის განცხადებას წინ უძღოდა ევროპარლამენტის რეზოლუცია ს შედეგების არცნობის და ქართული ოცნების ლიდერების დასანქცირების მოთხოვნის შესახებ. საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიასთან შეუთავსებელი ნაბიჯების გამო ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოება დე ფაქტო ისედაც გაყინულია. საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის კვალდაკვალ, ევროკავშირი ისედაც საუბრობს იმაზე, რომ ფინანსურ დახმარებას საქართველოს სახელმწიფო უწყებების ნაცვლად, ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებისკენ გადაამისამართებ.
“მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. 2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით იქნება სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ასოცირების დღის წესრიგითა და თავისუფალ ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და, როგორც დღეს დამტკიცებულ სამთავრობო პროგრამაშია აღნიშნული, 2028 წლისთვის ამ ვალდებულებების 90%-ზე მეტი გვექნება შესრულებული. ამასთან, ყველა ამ ვალდებულებას ჩვენ ვასრულებთ საკუთარი დაფინანსებით, ევროკავშირის ყოველგვარი ფინანსური დახმარების გარეშე”, – თქვა კობახიძემ.
ამ ეტაპზე ევროკავშირთან მოლაპარაკები გახსნილი აქვთ სა და მოლდოვას. რაც შეეხება საქართველოს, 30 ოქტომბერს ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნაზე რეკომენდაციას არ გასცა.
გაფართოების ანგარიშში შეფასებულია კომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების პროგრესი, რომლითაც უნდა განსაზღვრულიყო, გადავიდოდა თუ არა საქართველო ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მთავრობის კურსის ცვლილების გარეშე რეკომენდაცია გაცემული ვერ იქნება.
ანგარიშში წერია, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ქვეყანას მიენიჭა 9 შესასრულებელი რეკომენდაცია. ამ კონტექსტში საუბარია ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე – რუსული და ანტი-ლგბტ კანონების მიღებაზე და აღნიშნულია, რომ “ეს არ ასახავს მთავრობის დეკლარირებულ ერთგულებას ევროკავშირის გზაზე”.