კობახიძე 2025 წელს ქართული საზოგადოების „ლიბერალური ფაშიზმისგან“ გათავისუფლებას აანონსებს

დღეს, 11 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე მთავრობის სხდომის დაწყებისას, პრემიერ-მინისტრმა მ ქართული საზოგადოების „ლიბერალური ფაშიზმისგან“ გათავისუფლება დააანონსა. მისი განცხადებით, 26 ოქტომბერს დამარცხდება „ლიბერალური ფაშიზმი“ საქართველოში, ხოლო 2025 წელი უნდა იყოს „ლიბერალური ფაშიზმისგან“ ქართული საზოგადოების, ქართული სახელმწიფოს, ქართული პოლიტიკის სრულად გათავისუფლების წელიწადი.
გამოეხმაურა სოციალურ ქსელში 9 ივლისს გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ ჯანდაცვის მინისტრს, ს, მოქალაქემ „რუსი მონა“ უწოდა.
„კიდევ ერთი საკითხი, რასაც მინდა გამოვეხმაურო, ეს არის მორიგი „ლიბერალურ-ფაშისტური“ პატარა გამოხტომა, რომელიც განხორციელდა ჩვენი კოლეგის, ბატონი მიხეილ სარჯველაძის მიმართ“, – თქვა კობახიძემ, რომლის თანახმად, ეს მოქალაქე ნაწილობრივ ფინანსდება უცხოელი დონორების მხრიდან, ხოლო ნაწილობრივ – კეზერაშვილისგან.
„ეს ადამიანი აპროტესტებდა იმ კანონის მიღებას, რომლის საფუძველზეც მას მოუწევს საკუთარი შავი ფულის გასაჯაროება. მესმის, რომ არავის მოსწონს გამჭვირვალობა და გამჭვირვალობა არ არის კომფორტული, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება ასეთი ადამიანებისთვის არ არის კომფორტული, თუმცა მოვუწოდებ ყველას, რომ მოთოკონ ემოციები და შეეგუონ გამჭვირვალობას, რომელიც 1945 წლის შემდეგ არის ერთ-ერთი საკვანძო ევროპული პრინციპი, ასეთად არის აღიარებული. სამწუხაროა, რომ ეს ლიბერალური ფაშიზმი მიზანმიმართულად და კოორდინირებულად ფინანსდება უცხოური წყაროებიდან, დონორი ორგანიზაციების მიერ, რაც არის დანაშაული ქართული საზოგადოების წინაშე. მინდა ბატონ მიშა სარჯველაძეს გადავუხადო მადლობა, რომელმაც ღირსეულად უპასუხა ამ მცირე ლიბერალურ-ფაშისტურ ექსცესს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ოპონენტების დემონიზებისთვის იყენებს ტერმინს „ლიბერალური ფაშიზმი“. ის არ ასახავს არანაირ პოლიტიკურ ფილოსოფიას ან მიმდინარეობას. ტერმინს დასავლეთში ულტრამემარჯვენე ჯგუფები იყენებენ, ხოლო ს პოლიტიკურ ელიტას დასავლეთი, „ლიბერალური ფაშიზმის“ სახით, მთავარ მოწინააღმდეგედ ჰყავს გამოცხადებული და ამით ამართლებენ უკრაინის, როგორც „დასავლეთის ინსტრუმენტის“, წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას.
28 მაისს საქართველოს პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც მოქალაქეები რამდენიმე თვის განმავლობაში აპროტესტებდნენ დემონსტრაციებზე: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ ევროკავშირი და ქვეყნის სხვა პარტნიორები კანონს ევროინტეგრაციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევენ.
9 ივლისს თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე: „ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“, ევროკავშირის ელჩმა მ თქვა, რომ „სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად გაჩერებულია – ეს ევროკავშირის ლიდერებმა ევროპული საბჭოს ბოლო სხდომაზე გადაწყვიტეს“. ელჩის განცხადებით, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთვის მხარდაჭერა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) 30 მილიონი ევროს ოდენობით 2024 წლისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო ბაიდენი – 91 წლის წინ, იოსებ სტალინმა და საბჭოთა რეჟიმმა ჰოლოდომორი მოაწყო, რომელმაც მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა – უკრაინელი ხალხისადმი ჩემი გზავნილი ნათელია: აშშ თქვენს წარსულს პატივს მიაგებს და თქვენს გვერდით დგას