კობახიძე ჰერჩინსკის განცხადებაზე: ეს არის ერთგვარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

პრემიერმინისტრი ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩის განცხადებები არაობიექტურია. ს მიერ შეფასებების გაკეთებას “ადმინისტრაციული რესურსის” გამოყენება უწოდა.
“ეს შეფასება არ არის ობიექტური და ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. როდესაც ასეთი არაობიექტური განცხადება არჩევნებს უკავშირდება, ეს არის შემაშფოთებელი. ეს არის ერთგვარად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რაც საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა. როდესაც უცხოელი დიპლომატი არჩევნებთან დაკავშირებით პროპაგანდისტულ მოწოდებას აკეთებს, ეს არის საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა. ეს არის ერთგვარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ყველას მოვუწოდებ, ნუ დაარღვევენ საარჩევნო პრინციპებს და ისაუბრონ ობიექტურად იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ვითარდება”, – თქვა კობახიძემ.
დღეს ჟურნალისტებთან საუბრის დროს ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ EU-სა და საქართველოს ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმზეა. მან საზოგადოებას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყნის მომავალი ხალხის ხელშია.