კობახიძე: ხელისუფლებებს შორის სირთულეები ხელს ვერ შეგვიშლის, ვიზრუნოთ უკრაინელ ხალხზე

ხელისუფლებებს შორის არის სირთულეები. ეს ყველაფერი გამოიწვია, არსებითად, კონკრეტულმა გადაწყვეტილებებმა. მათ შორის, თქვენ გახსოვთ, მოხდა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა, ში საქართველოს ელჩის ფაქტიური გაძევება უკრაინიდან. ეს არ იყო, მე ვიტყოდი, მართებული ნაბიჯები.
თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ხელს ვერ შეუშლის შენს სწრაფვას იქითკენ, რომ მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინო უკრაინელ ხალხს. ვერავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ვერ დაუდგება წინ ჩვენს პასუხისმგებლობას, ვიზრუნოთ უკრაინელი ხალხისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ