კობახიძე ხაბეიშვილს „ოცნების ყოფილი წევრებისგან შავი ფულის მიღებაში“ ადანაშაულებს

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი დაკავებულ ლევან ხაბეიშვილს ადანაშაულებს „შავი ფულის მიღებაში“ „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნებისგან. თუმცა ის კვლავ არ ასახელებს სახელებს.
11 სექტემბერს, სა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცალ-ცალკე საქმეებზე დაკავებიდან რამდენიმე საათში, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კობახიძეს ჰკითხეს, არსებობს თუ არა ამ ორ საქმეს/დაკავებულს შორის კავშირი, რაზეც მან განაცხადა:
„ამაზე გამიჭირდება პასუხის გაცემა, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი. ეს სამართალდამცავების საქმეა. მე არა ვარ უფლებამოსილი, ასეთ საკითხებზე გავაკეთო კომენტარი“.
მოგვიანებით მან განაცხადა, რომ არ იცის, „ასეთი პირდაპირი კავშირი“ იყო თუ არა და „უწყებებმა შეიძლება ასეთი რამ თქვან“, თუმცა დასძინა:
„ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ თავისთავად ლევან ხაბეიშვილიც არის კორუფციის, პოლიტიკური კორუფციის გამოვლინება“.
„გუნდის ყოფილი წევრებისგან იღებდა თანხას“
ირაკლი კობახიძის ბრალდების თანახმად, ხაბეიშვილი „იღებდა შავ ფულს კონკრეტული წყაროდან და ბოლო პერიოდის განმავლობაშიც აგრძელებდა ამ თანხის მიღებას“.
მისი თქმითვე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანხა შეადგენდა 3000 ლარს, შემდეგ კი „5000 ლარამდე გაუზარდეს“.
მან ასევე ახსენა, რომ ხაბეიშვილის „სახელფასო უწყისში“ ხაბეიშვილის „სახელად“ მითითებული იყო „ანიტა“.
კობახიძე ბოლო რამდენიმე კვირაა, საჯარო განცხადებებში ხაბეიშვილს „ანიტას“ უწოდებს. „მე არასდროს მიფიქრია, რა თქმა უნდა, შეურაცხყოფისთვის ამ სახელის ხსენება. სახელფასო უწყისში ეს სახელი“, – თქვა მან.
კობახიძემ არ უპასუხა კითხვას, ვისგან იღებდა ამ თანხას ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. მხოლოდ თქვა:
„ჩვენი გუნდის ყოფილი წევრები იყვნენ, ვისგანაც იღებდა თანხას. დანარჩენზე აქაც შეიძლება მხოლოდ შესაბამისმა უწყებებმა ისაუბრონ“.
მ ასევე განაცხადა, რომ „ეს ბრალდება ხაბეიშვილთან მიმართებით გაისმა თავის დროზე, დაახლოებით 3 წლის წინ, საპარლამენტო დარბაზში“.
„ყველამ ყველაფერი იცის რეალურად. ვიღაცები დამწუხრებულები იყვნენ იმის გამო, რომ აგენტი გაიშიფრა. მაგრამ ეს ყველაფერი დეტალებია“.
კითხვაზე, „რა მიზნით აფინანსებდნენ“ ხაბეიშვილს, კობახიძემ უპასუხა – „ვიღაცებს საკუთარი სუბიექტური ინტერესები ჰქონდათ და ამ ინტერესების რეალიზაციისთვის“.
· ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კობახიძე მსგავს ბრალდებას საჯაროდ უყენებს ხაბეიშვილს. თუმცა სახელმწიფო უწყებებს ლევან ხაბეიშვილისათვის მსგავსი ბრალი „შავ ფულთან“ დაკავშირებით არ წაუყენებიათ.
· 2025 წლის 17 ივლისს ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა:
· „დღემდე გრძელდებოდა მისი [ლევან ხაბეიშვილის] დაფინანსება კონკრეტული წყაროდან, რომელიც ეჭვმიტანილია კორუფციაში. გუნდის ყოფილ წევრზეა საუბარი“. ვისზე საუბრობდა, არც მაშინ დაუსახელებია.
ხაბეიშვილის მიმართვა კობახიძეს
დაკავებამდე მცირე ხნით ადრე ხაბეიშვილი „ტვ პირველთან“ ირაკლი კობახიძეს მიმართავდა და ამბობდა, რომ ს მისი „შემცვლელი“ უკვე ნაპოვნი ჰყავს.
ხაბეიშვილი, – რომელსაც კობახიძე „ანიტას“ უწოდებდა, – კობახიძეზე საუბრისას იყენებდა სახელს „სვეტა“. მან დღეს კობახიძეს მიმართა:
„უნდა გესმოდეს, სვეტა, რომ შენი დრო ამოწურულია. ხალხმა უკვე ბიძინასაც ჩაურთო წამმზომი და 4 ოქტომბერს განაჩენს გამოუტანს. მეორე მხრივ, შენ ფორმალურადაც აღარ ხარ პრემიერი, რადგან ბორენკა ივანიშვილს შენს ადგილას უკვე მოაზრებული ჰყავს იაპონიაში საქართველოს ელჩი“, – თქვა ხაბეიშვილმა.
მას ამ ინფორმაციის წყარო არ დაუსახელებია. იაპონიაში ელჩი თეიმურაზ ლეჟავაა.
ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ლეჟავა „უტასთან [ივანიშვილთან“] დარბის „ქეშით“ [ნაღდი ფულით] ჩემოდნებით“.
„შეგიძლია, ახლა ამის გადამოწმება დაიწყო“, – მიმართა ხაბეიშვილმა კობახიძეს ტელეეთერით დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე.
· ლევან ხაბეიშვილი ხუთშაბათს, 11 სექტემბერს 16:00 საათისთვის ტელეკომპანია „ფორმულასთან“ დააკავეს სუს-ის უფორმო თანამშრომლებმა.
· მას ბრალად ედება „ქრთამის შეთავაზება“ – მის მიერ ივლისიდან მოყოლებული საჯარო განცხადებების გამო.
· ის -ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს 200 000 დოლარს სთავაზობდა აქციების დარბევაზე უარის თქმის შემთხვევაში, როგორც „მომავალი ხელისუფლების“ წარმომადგენელი.
· სუს-მა ხაბეიშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებისა და ბრალდების დეტალებზე ინფორმაცია ერთსა და იმავე ბრიფინგზე გაავრცელა.
· ეს სუს-ის უფროსად მამუკა მდინარაძის დანიშვნის შემდეგ უწყების მიერ ჩატარებული პირველი საქმეებია, სადაც ასე მაღალი პროფილის პოლიტიკოსები ფიგურირებენ.
· დღეს დაკავებული ჯუანშერ ბურჭულაძე, – რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს თავისივე მოთხოვნით, – 2021 წლიდან მსახურობდა თავდაცვის მინისტრად. ამ პოსტზე იგი პრემიერად ახლად დასახელებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაასახელა.
· მანამდე ბურჭულაძე ს მოადგილე იყო მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი 2019 წელს პოლიტიკაში დაბრუნდა და თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.
ფორუმი