“ძალიან ცუდი მაგალითია კახა ბენდუქიძე კორუფციასთან ბრძოლისთვის. ეს არის ის, რასაც ვებრძვით ხო? ჩვენ შემოვიღეთ პრაქტიკა, რომ აუქციონის გარეშე არაფერ არ იყიდება. ამ კაცმა 1 ლარად წაიღო მთელი აგრარული უნივერსიტეტი. სახელმწიფომ დაკარგა აგრარული უნივერსიტეტი. 1 ლარად წაიღო ადამიანმა, რომელიც თვითონ მინისტრი იყო. თავის თავს მიყიდა რეალურად 1 ლარად. ბატონი ნიკა რომ საუბრობდა, რომ ჩვენ თითქოს ხელოვნების დონეზე ავიყვანეთ კორუფცია, აი ხელოვნების დონეზე ასული კორუფცია იყო თქვენი ყოფილი პარტიის ქვეშ. კონკრეტულმა მინისტრმა თავის თავს მიყიდა 1 ლარად ნაცმოძრაობის დროს აგრარული უნივერსიტეტი – წარმოიდგინეთ, სახელმწიფო ქონება დაიკარგა სახელმწიფოს მხრიდან” – თქვა ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის დებატებისას.




