LGBT პროპაგანდა არის, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელი. ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული, მაგრამ, რაც შეეხება LGBT პროპაგანდას – ეს არის საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. როდესაც ამაში არის ჩართული სხვადასხვა ნაცური ტელევიზია, ეს არის, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელი და ამაზე საზოგადოებას აქვს, ბუნებრივია, რეაქცია.
ასე უპასუხა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, არის თუ არა სერიალ ჩემი ცოლის დაქალებში LGBT თემების არსებობა ბავშვებზე მიმართული პროპაგანდა.