ჩვენ რეალურად სულ უფრო მეტად ვუახლოვდებით ურთიერთობების გადატვირთვას. ჩვენი არჩევნები ჩატარდა, მალე შეიკრიბება პარლამენტი, ჩამოყალიბდება მთავრობა. ასევე მალე დასრულდება ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები. ასევე ვფიქრობთ, რომ უკრაინაში ომი იმაზე მალე დასრულდება, ვიდრე შეიძლებოდა რომ ყოფილიყო, ნაკლებად ოპტიმისტური პროგნოზი. სავსებით რეალურია იანვარ-თებერვალში ომის დასრულდება. როგორც კი ეს ყველაფერი მორჩება, მაშინვე, მყისიერად გადაიტვირთება ურთიერთობები, შეიცვლება ინტერესები. არის სადღაც 2-3 თვე მოსაცდელი. თუმცა გადატვირთვის ნიშნები უფრო ადრე გამოჩნდება.