ივანიშვილის პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, თუ დონალდ ტრამპი ე.წ. Deep State-ს დაამარცხებს, ქართველი მაღალჩინოსნების მიმართ დაწესებული სანქციები მოიხსნება.
კობახიძის თქმით, ტრამპისთვის ეს მარტივი არ იქნება, თუმცა საქართველოს მაგალითით ყველაზე კარგად გამოჩნდება, თუ რამდენად დასრულდება არაფორმალური გავლენა აშშ-ში.
“მაგალითად, უკრაინასთან მიმართებითაც მოქმედმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ახალ ადმინისტრაციას დაუტოვოს მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა, გამოვიდა იქ ტრამპი და თავად აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო სწორი რბილად რომ ვთქვათ, შესაბამისად აქ პირდაპირ იკვეთება, რომ ის გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს. რასაც აკეთებს მოქმედი ადმინისტრაცია, ის აუცილებლად არ გაგრძელდება ახალი ადმინისტრაციის პირობებში
რისკები ბუნებრივი ჩნდება, შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი Deep State-ის და არაფორმალური გავლენების დამარცხებას ეს უკვე გამოჩნდება 20 იანვრის შემდეგ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ჩვენ გვაქვს იმედი რომ შეძლებს დამარცხებას, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის იქნება მარტივი. ჩვენს მაგალითზე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ყველაზე კარგად გამოჩნდება ის თუ რამდენად დამარცხდება Deep State და არაფორმალური გავლენები აშშ-ში.
გლობალური ომის პარტია უნდა დამარცხდეს. ეს არის მნიშვნელოვანი არამარტო აშშ-სთვის არამარტო საქართველოსვე არამედ მთელი მსოფლიოსთვის, თქვენ ნახეთ რა უქნეს მსოფლიოს წინა 4 წლის განმავლობაში. რა მოუტანა Deep State-მა მსოფლიოს, მთელი მსოფლიო არის არეული. რა ხდება უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში, სირიაში. მთელი მსოფლიო არიეს”, – ამბობს კობახიძე.