კობახიძე შარლს მიშელს შეხვდა – ვუთხარი, რომ ოპოზიციას სახალხო მხარდაჭერა არ აქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს.

თავად კობახიძის თქმით, მან შარლს მიშელს უთხრა, რომ ოპოზიციას ძალიან უჭირს ადამიანების მობილიზება და არ აქვს სახალხო მხარდაჭერა.

„ასეთ პირობებში ვფიქრობ, რომ მოვლენები ბევრად უფრო მარტივად წარიმართება, ვიდრე წარიმართა 4 წლის წინ. ოპოზიციას არაფრის რესურსი არ აქვს. ამ შემთხვევაში, იმაზე ბევრად ნაკლები რესურსი აქვს, ვიდრე ჰქონდა 4 წლის წინ”. – თქვა კობახიძემ.

“მე კიდევ ერთხელ გავიმეორე შარლ მიშელთან, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ნებისმიერი დისკუსიისთვის, ვართ აბსოლუტურად მოქნილი. ჩვენ დავუფიქსირეთ მზაობა დისკუსიებისთვის შარლ მიშელს და ეს არის ჩვენი ღია პოზიცია“, – ამბობს კობახიძე.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას