კობახიძე: ყველაფერზე ვესაუბრე მიშელს, მოისმინა და ალბათ, გამოიტანს თავის დასკვნებს

პრემიერმინისტრი ამბობს, რომ ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან “ყველაფერთან დაკავშირებით ჰქონდა საუბარი”. ის ამბობს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით შარლ მიშელს “განმარტებები გაუკეთა”.
დასავლეთის მხრიდან არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების ჩატარების მოთხოვნის მიუხედავად, ამტკიცებს, რომ ქართულმა ოცნებამ გაითვალისწინა -EU-ის მოწოდება, პრეზიდენტი კი ამას არ ემორჩილება.
“მე ყველაფერთან დაკავშირებით მქონდა საუბარი შარლ მიშელთან, მათ შორის განვუმარტე მას, რომ მთელი რიგი სუბიექტები ითხოვდნენ გამოძიებას, ჯოზეფ ბორელის, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება შევახსენე, ისინი საუბრობდნენ სწორედ ქართული კონსტიტუციური ორგანოების მიერ ჩასატარებელ გამოძიებაზე. მე მას განვუმარტე, რომ -მ მიმართა პროკურატურას, მეორე დღესვე პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ს თემასთან დაკავშირებით, შემდეგ დაიბარეს გამოკითხვაზე სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში, შემდეგ იყო სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომ მას ეთანამშრომლა პროკურატურასთან, თუმცა მან ამაზე თქვა უარი.
ჩვენ გავყევით იმ მოწოდებას, რომელიც მოვისმინეთ როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე ევროკავშირიდან. პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, შემდეგ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა სახელმწიფო დეპარტამენტმა ეთანამშრომლა გამოძიებასთან, თუმცა ის ამბობს ამაზე უარს. ჩვენ გავითვალისწინეთ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მოწოდება, თუმცა სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ასე ვთქვათ, ოპოზიციის ერთ-ერთი ფიგურა, საერთოდ არ ითვალისწინებს ამ მოწოდებას. ყველამ თავისი დასკვნები უნდა გამოიტანოს. მე ამასთან დაკავშირებით განმარტებები გავუკეთე შარლ მიშელს, მან მოისმინა და ალბათ, გამოიტანს თავის დასკვნებს”, – თქვა კობახიძემ.