კობახიძე: ყაველაშვილის არჩევა წვლილს შეიტანს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის განმტკიცებაში

მე დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ ყაველაშვილის არჩევა ამ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაში, ასევე, ქვეყანაში რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის შემცირებაში.