“კობახიძე-ღარიბა-მდინარაძეს ვეღარ ვუბედავთ და ამ გოგოებთან გვაქვს დიდი გული?” – შეროზია

ახლა შეიძლება chamqolot (უფრო სწორად სცადოთ, თორემ არავის გადაუღუნოთ), მაგრამ უნდა ვთქვა:
– გოგო ღრმა ბავშვობიდან, არავის დახმარების გარეშე შრომობს და წვალობს, რომ რაღაც გამოუვიდეს – ჯერ ხო იურმალა მოიგო და გვასახელა – მერე სად აღარ იყო ჩვენი სახელით, რამდენ ქვეყანას გააცნო საქართველო – ამერიკაში ახლა ხომ საერთოდ! ბევრი პოსტ საბჭოთა ქვეყნის მომღერალი იცით კაილი მინოუგთან ემღეროს და ლაიონელ რიჩს და პერის ემეგობროს? და თურმე აიიიი რუსეთში მეგობრის დაბადების დღეზე ჩასულა და ამის გამო აღარაა პატრიოტი და მისი ლანძღვა მოდაშია და ყველაფერს ხაზი გადაესვა? და ქულებს და ლაიქებს ვიწერთ? მობოდავს ორიოდე ვაი ინფლუ და აყვება მასა ცხვრის ფარასავით! ვინმე ამიხსნის, ასეთ რა ცოდვა მიუძღვის ერის წინაშე, რომ ევროვიზიის ამბებშიც ტვინი უნდა გავღუნოთ და ყველგან რაღაც მარაზმები უნდა უწეროთ ზოგმა? ან რა კომენტარები იყო ფეხბურთზე რომ უნდა ემღერა ამ თემაზე? ნუცას, ბაბის და მეგი გოგიტიძის კომენტარებში შევარდნით და უაზრო აგრესიით ვიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს? თუ კრიტიკაა და -ღარიბა-მდინარაძეს ვეღარ ვუბედავთ და ამ გოგოებთან გვაქვს დიდი გული? საშინელი სანახავია ეს ყველაფერი, არაფერში აღარ ჯდება უკვე.
ყველას არ ვგულისხმობ, მიხარია, რომ ერის დიდი ნაწილი საღ აზრზეა, წარმატებები ნუცას.