ღარიბაშვილზე: ადამიანურად ძალიან დასანანია, რაც ხდება

ქართული ოცნების პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით ამბობს, რომ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა აღნიშნავს, რომ “რაც ხდება, ადამიანურად ძალიან დასანანია”.

“ამ თემასთან დაკავშირებით მე არ ვაკეთებ არავითარ კომენტარს. ადამიანურად ძალიან დასანანია რა თქმა უნდა, ის რაც ხდება. ზოგადად, ადამიანურ ურთიერთობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, ყველანაირი კომენტარის გაკეთებას მოვერიდები.
ასეთი შეკითხვებით მიმართეთ შესაბამის უწყებებს. გიმეორებთ, არ ვაპირებ გარკვეულ კითხვებზე პასუხის გაცემას, თუ გაინტერესებთ, მიმართეთ შესაბამის უწყებას გამოძიებასთან დაკავშირებით და ყველაფერზე გიპასუხებენ.
რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს და ზოგადად, კორუფციასთან ბრძოლას, მე შემიძლია დაგპირდეთ და პირობა მოგცეთ, რომ შეგიძლიათ დააკვირდეთ საქართველოს მთავრობის, ნებისმიერი სამთავრობო უწყების ნებისმიერ საქმიანობას, ნებისმიერ გადაწყვეტილებას და თუ ამოიკითხავთ ამ საქმიანობაში კორუფციის რაიმე ნიშანს, ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა კითხვას გავცეთ პასუხი”- თქვა მ.