კობახიძე: ქართული ოცნება საარჩევნო სიას ცესკოში 2 თვეში, ბოლო დღეს წარადგენს

სამი თვე არის დარჩენილი არჩევნებამდე, სიის წარდგენამდე – 2 თვე. ტრადიციულად, ბოლო დღეს შეაქვთ ხოლმე პოლიტიკურ პარტიებს სიები ცესკოში. ჩვენც ასე ვიმოქმედებთ, სია შევა ბოლო დღეს. მანამდე, ალბათ, სიის გარკვეული ნაწილი საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.
აგვისტოს დასაწყისიდან ჩვენ გავალთ რეგიონებში. გვექნება აქტიური შეხვედრები მოსახლეობასთან სხვადასხვა ფორმატში. წინასაარჩევნო პერიოდი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდეთ ჩვენს წარმომადგენლებს მოსახლეობასთან და ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოვიყენებთ.
[…] ჩვენი მთავარი დაპირება არის ჩვენი საარჩევნო სლოგანი – ჩვენ ღირსებით გავაგრძელებთ ევროპისკენ სვლას, მიუხედავად სერიოზული წნეხისა, რომელიც გაგრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში.