კობახიძე ქართველ ტყვეებზე: არ გვაქვს რესურსი ტყვეების გათავისუფლების ჭრილში ვიმუშაოთ

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ამბობს, რომ ს მიერ უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართველი ტყვეების გათავისუფლების ნაწილში ბერკეტები არ აქვთ. როგორც მან ჟურნალისტებთან თქვა, ერთადერთი რაც შეიძლება განიხილოს ჩვენმა სახელმწიფომ არის კონსტიტუციური ვალდებულება, რომ იზრუნოს საკუთარ მოქალაქეზე განურჩევლად ადგილსამყოფლისა. ამ შემთხვევაში, მისი თქმით, ბერკეტი არის შვეიცარიის საელჩო და წითელი ჯვარი.
“პირველ რიგში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ორი მოქალაქე არის სამხედრო ტყვე, ჩვენ არ გვაქვს რესურსი ამ საკითხზე ვიმუშაოთ ამ ჭრილში, როგორც სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზე. ისინი არიან რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო ტყვეები და შესაბამისად, უკრაინული მხარე შეიძლება იყოს ჩართული რუსულ მხარესთან შესაბამის მოლაპარაკებებში. ჩვენ ამისი რესურსი არ გვაქვს ხომ, ბუნებრივია. თქვენ გახსოვთ იგივე ბაიდენის, ჯონსონის განცხადებები, ისინი მოუწოდებდნენ საკუთარ მოქალაქეებს, არ წასულიყვნენ მოხალისეებად ომში, რატომ? იმიტომ, რომ შემდეგ შესაბამის ქვეყანას აღარ ექნებოდა რესურსი, რომ ემუშავა შესაბამისი ტყვეების გათავისუფლებაზე ასეთი განვითარების შემთხვევაში”, – განაცხადა მ.