კობახიძე: ქართველებს ოსებთან ბოდიში გვაქვს მოსახდელი, ივანიშვილს ახალი არაფერი უთქვამს

ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ქართველებმა ბოდიში უნდა მოვუხადოთ ჩვენს ოს დებს და ძმებს. ირაკლი კობახიძის თქმით, მონანიება და შერიგება არის ტერიტორიების აღდგენის გზა და ვისაც ეს არ უნდა, ის ირჩევს ომს.

“მინდა გამოვეხმაურო ს მიერ გაკეთებულ განცხადებას ქართულ-ოსური შერიგების შესახებ და ამ განცხადების გარშემო ხელისუფლების ოპონენტების მიერ აგორებულ არაჯანსაღ აჟიოტაჟს.

ელემენტური ჭეშმარიტებაა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ ორი გზით არის შესაძლებელი, ომით ან შერიგებით. ძმათამკვლელი ომის შემდეგ შერიგება კი ორმხრივი მონანიების გარეშე, დამეთანხმებით, შეუძლებელია, როდესაც ასეთ პირობებში მონანიებისა და შერიგების იდეას ისტერიკას უპირისპირებ აშკარაა, რომ საკითხის გადაწყვეტის ერთადერთ გზად ომს განიხილავ, ასეთ დროს არ უნდა გიკვირდეს, როდესაც ომის პარტიად მოგიხსენიებენ.

ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაჩაღებული ომის გამო ქართველებს ოსებთან ბოდიში გვაქვს მოსახდელი.

იმას, რომ ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო, თვეზე მეტია, მთელი გუნდი აცხადებს და ამ მხრივ ბიძინა ივანიშვილს ახალი არაფერი უთქვამს, ასევე თვეზე მეტია რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ომის დაწყების თემაზე ვერაფერს ამბობენ, ვერც იტყვიან, რადგან სხვადასხვა დროს როგორც სამივე მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, ისე სალომე ზურაბიშვილს, მკაფიოდ აქვთ დადასტურებული, რომ ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო”. – თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი მ.

კობახიძე ამბობს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც აღიარებს, რომ ცხინვალში გაუფრთხილებლად ცეცხლის გახსნით ომი თავად დაიწყეს. პრემიერის თქმით, ამას ეთანხმება ლელოც და პრეზიდენტი ც, ამიტომ ოპოზიცია ომის დაწყების საკითხს არ გაუბრაზებია, არამედ გააბრაზა ურთიერთ პატიების და შერიგების საკითხმა.

“ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს ურთიერთ პატიება და შერიგება სწორედ იმ მიზანს ეწინააღმდეგება, რომლისთვისაც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმმა 2008 წელს გარედან მიღებული დავალება შეასრულა და ომი დაიწყო, სწორედ შერიგება და არა ომის დაწყების თემა არის ტრაგიკული რადიკალური ოპოზიციისთვის”. – თქვა პრემიერმა.

წყარო