კობახიძე ფორმულას დაკავებულ ჟურნალისტებს და მზია ამაღლობელს “პარტაქტივს” უწოდებს

ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი ფორმულას ჟურნალისტებსა და წამყვანებს – ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილს, რომლებსაც სასამართლომ, გზის გადაკეტვის მიზეზით, 6 და 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, “პარტაქტივს” უწოდებს.
ის “პარტაქტივს” ასევე უწოდებს ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს, უკანონო პატიმრობაში მყოფ მზია ამაღლობელს.
ოცნების პრემიერი ირწმუნება, რომ საქართველოში “არცერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი” და ამტკიცებს, რომ ქეთა ციცქიშვილისა და ვახო სანაიას წინააღმდეგ სასჯელი – “უაღრესად, ზე პროპორციულია”.
“არცერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი. თქვენ იცით, რომ ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი პარტაქტივი. ეს ადამიანები კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდნენ, როგორც პარტაქტივი, არა როგორც ჟურნალისტები. რაც უნდათ, ის გამოხატონ, მაგრამ კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობა ისჯება შესაბამისი კანონით. ქუჩა გადაკეტეს 50 კაცით. როგორ შეიძლება, 50-მა კაცმა გადაკეტოს ქუჩა, ხომ? ეს არის კანონდარღვევა. უაღრესად პროპორციულია [სასჯელი], ზე პროპორციულია”, – ამბობს .