“უსამართლო” ქვეყნების სიას აანონსებს

ირაკლი აანონსებს, რომ აპირებენ შექმნან ქვეყნების სია, რომლებსაც “უსამართლო დამოკიდებულება აქვთ საქართველოს მიმართ”.
როგორც კობახიძემ აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, კონკრეტული ძალების სახელით მოქმედებენ კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები.
„ქვეყნების სიაც გვექნება, რომლებსაც აქვთ უსამართლო დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუმცა დღეს არ მინდა, ეს ქვეყნები დავაკონკრეტო, იმისათვის, რომ მათ დავუტოვოთ შანსი, შეიცვალონ საკუთარი ქცევა. მთლიანობაში ჩანს, რომ გავლენიანი ძალები მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ესენი არიან ის ძალები, რომლებსაც საქართველოში უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა, ამას ვერ მიაღწიეს და სწორედ ამის გამო უპირისპირდებიან ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხელისუფლებას“, – განაცხადა კობახიძემ.
“უსამართლო დამოკიდებულებაში” კობახიძე გულისხმობს კრიტიკას “ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიული ნაბიჯების მიმართ.
“ქართული ოცნების” შეთქმულების თეორიაა, რომ თითქოს არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელშიც შედიან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი და უცხოური მედიასაშუალებები, ოპოზიციონერები, ასევე საქართველოს დასავლელი მეგობრები, ევროპარლამენტარები, სენატორები და ა.შ. ამ ყველას კი ერთი მიზანი ამოძრავებთ – ცდილობენ, საქართველო ჩართონ ს წინააღმდეგ ომში მეორე ფრონტად.
“ოცნებას” ამ ბრალდების დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ვერც აკონკრეტებს ვინ არის “გლობალური ომის პარტიის” ხელმძღვანელი.
სინამდვილეში, ყველას ვისაც “ოცნება” “გლობალური ომის პარტიაში” მოიაზრებს, ერთი რამ აერთიანებთ – სხვადასხვა დროს სხვადასხვა საკითხის გამო საქართველოს ხელისუფლება გაუკრიტიკებიათ.
“მეგობრული” და “არამეგობრული” ქვეყნების სიები აქტუალურია რუსეთში, სადაც ის ქვეყნები, რომლებმაც ში შეჭრის გამო მოსკოვს სანქციები დაუწესეს, “არამეგობრული” ქვეყნების სიაში შეიყვანეს, ხოლო ისინი, ვისთანაც მჭიდრო ურთიერთობები აქვთ – მეგობრულში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – გახარიას მიმართ პროცესი პოლიტიკური არ არის – ის „ქართულ ოცნებას” საეჭვო გარემოებებში ჩამოსცილდა, გადადგა ნაბიჯები, რაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის პრობლემის შექმნას უკავშირდებოდა, ვფიქრობ ეს პოლიტიკური დემარში იყო

შალვა პაპუაშვილი – დღევანდელ ცვალებად სამყაროში, სადაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშაა, დიპლომატია და დიპლომატის როლი განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს – დიპლომატია გახდა არამხოლოდ პროფესია, არამედ სახელმწიფოს თავდაცვის პირველი ხაზი