კობახიძე უილსონზე: ამას დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი

დე ფაქტო პრემიერმინისტრი ირაკლი ამბობს, რომ რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის განცხადებას “დიდ ყურადღებას” არ მიაქცევდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
“რაც შეეხება უილსონის განცხადებას, ხშირად ჩვენ ვხედავთ ხოლმე, რომ როდესაც ასეთი ინტენსიური განცხადებები კეთდება ამა თუ იმ პოლიტიკოსის თუ ჩინოვნიკის მხრიდან, მერე იკვეთება ხოლმე კონკრეტული, ასე ვთქვათ, ფინანსური ინტერესის ნიშნები. არ ვიცი, ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე, ყოველ შემთხვევაში მე ამას დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი […]
გაააქტიურეს კონკრეტულად რესპუბლიკელი პოლიტიკოსი, რომ შექმნას ვიღაცამ აღქმა ტრამპის პირობებში პრობლემების გაგრძელების თაობაზე. ჩვენ სხვა რამეს ველოდებით ახალი ადმინისტრაციისგან”, – თქვა კობახიძემ.
-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ და კონგრესში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომავალმა თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით პლატფორმა X-ზე რამდენიმე პოსტი გაავრცელა. უილსონი ივანიშვილის დასანქცირებაზე წერდა და აღნიშნავდა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დააფიქსირა თავისი პოზიცია აშშ-ის “თვითგამოცხადებული მტრების” მიმართა.