კობახიძე: [ტრამპის ადმინისტრაციაში] წერილზე არ უპასუხიათ, დუმილიც მნიშვნელოვანი პასუხია

ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კვლავ “მტრულს” უწოდებს MEGOBARI Act-ს და ამბობს, რომ წერილზე, რომელიც მან -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გაუგზავნა, არ უპასუხიათ. ის ამბობს, რომ “დუმილი მნიშვნელოვანი პასუხია”.
“რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან უხეში ჩარევა და მე ვფიქრობ, რომ ეს არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. ყველამ უნდა სცეს პატივი ქართველი ხალხის არჩევანს, საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას. MEGOBARI Act არის მტრული აქტი ქართველი ხალხის მიმართ და საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ. [ტრამპის ადმინისტრაციიდან წერილზე] არ უპასუხიათ, თუმცა, დუმილიც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხი”, – ამბობს ის.
ჩაკითხვაზე, რას ნიშნავს ქართული ოცნებისთვის დუმილი, ეთანხმებიან თუ არა მათ, ჟურნალისტს პასუხობს: “მაგას ჩვენთვის განვმარტავთ და ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ეგ არ არის თქვენი საქმე, ჩვენი საქმეა”.
ირაკლი კობახიძის წერილის ადრესატები ამერიკის პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტი იყვნენ. ოცნების პრემიერმა სგან მეტი ყურადღება ითხოვა. წერილს ოცნების ერთპარტიული პარლამენტის წერილიც მოჰყვა, რომლითაც MEGOBARI აქტი გააკრიტიკეს.